ფეხბურთი

0:05 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "დაპირისპირება არ არსებობს, კარგად არ ვიყავი"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ლუქსემბურგთან (2:0) მატჩის შემდეგ კლუბში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. პორტუგალიელი „მილანთან“ შეცვლით უკმაყოფილო დარჩა და ეს თემა დიდი ხანი იყო განსჯის საკითხი.

კრიშტიანუმ მაურიციო სარისთან კონფლიქტი უარყო და თქვა, რომ ბოლო კვირებში 100%-ით მზად არ იყო და თავს კარგად ვერ გრძნობდა.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში შეზღუდული ვიყავი. „მილანთან“ განხორციელებული ცვლილების შემდეგ ჩემი ჟესტით არანაირი პოლემიკა და დაპირისპირება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, შეცვლა არ მომწონს. ვცდილობდი „იუვენტუსს“ ტრავმირებულიც დავხმარებოდი და შეცვლა არავის მოსწონს. თუმცა, მესმის, რადგან კარგად არ ვიყავი, ამ ორ თამაშში 100%-ით მზად არ ვიყავი.

რთული პერიოდი იყო, „ინტერი“ „იუვენტუსზე“ ზეწოლას ახდენს და გუნდს მნიშვნელოვანი თამაშები აქვს, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ვიცოდით, რომ თუ ამ ორ მატჩს ვერ მოვიგებდით, ევროპის ჩემპიონატს მიღმა დავრჩებოდით.

ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მიმიღია სერიოზული ტრავმები ღმერთის წყალობით, მაგრამ ვიცი, რომ ბოლო დროს საუკეთესო კონდიციებში არ ვიმყოფებოდი და ეს გუნდმაც იცოდა. 100%-ით ფორმაში, რაც შეიძლება მალე შევალ“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, დღეს პორტუგალიამ ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. კრიშტიანუმ კი, სანაკრებო დონეზე 99-ე გოლი გაიტანა, ხოლო ხვალ უკვე „იუვენტუსს“ შეუერთდება.

0.118658