ფეხბურთი

19:58 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ლუქსემბურგთან სტუმრად ბრუნო ფერნანდეშისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით დამაჯერებლად მოიგო. სხვათა შორის, რონალდუმ სანაკრებო კარიერაში 99-ე გოლი გაიტანა.

პარალელურად, სერბეთის ნაკრები შინ ორჯერ უგებდა უმოტივაციო უკრაინას, მაგრამ ორჯერვე გაუშვა და საბოლოოდ, ფრეს დასჯერდა - 2:2.

B ჯგუფში უკრაინა 20 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, პოტუგალიამ 17 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, სერბეთმა 14 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია ერგო, ხოლო ლუქსემბურგმა და ლიეტუვამ მეოთხე-მეხუთე ადგილები შესაბამისად 4 და 1 ქულით დაიკავეს.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია მე-17 ნაკრებია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

სერბეთი - უკრაინა 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ტადიჩი (9, პენ), 1:1 იარემჩუკი (32), 2:1 მიტროვიჩი (56), 2:2 ბისედინი (90)

ლუქსემბურგი - პორტუგალია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნადეში (39), 0:2 რონალდუ (86)

თეგებიევრო 2020
0.109503