ესპანეთის ლიგა ენდესას მეცხრე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „მურიას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში, 85:79 იმარჯვა.
მასპინძლები ბოლო მეოთხედის წინ მარცხდებოდნენ, მაგრამ დასკვნითი ათწუთეული 7 ქულის სხვაობით მოიგეს და ეს გადამწყვეტი გამოდგა.
ბურჯანაძემ მოედანზე 10:08 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ბექამ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიენტი კი 11-ს გაუტოლდა.
„გრან კანარიამ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და შედეგად, სატურნირო ცხრილში 5 მოგებით და 4 წაგებით მერვე ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, 24 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.