ფეხბურთი

19:34 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "ბრაზილიის ნაკრების 10-ნომრიანი მაისური მეტი პატივისცემის ღირსია"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბრაზილიის ნაკრები 10 ნომერი არგენტინასთან მატჩი ლუკას პაკეტა იყო.

რივალდოს განცხადებით, ბრაზილიის ნაკრების 10 ნომერი მეტ პატივისიცემას იმსახურებს, ვიდრე „სელესაოს“ სამწვრთნელო შტაბმა ამ გადაწყვეტილებით გამოავლინა.

„ვუყურე ბრაზილია - არგენტინის მატჩს და დამწუხრებული ვიყავი, რადგან 10 ნომერი პაკეტას ეცვა. ეს მაისური პატივისცემას იმსახურებს მთელ მსოფლიოში, მას არ სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც სკამზე ზის ან 45 წუთს თამაშობს. ყველასთვის ცნობილია, რომ თავის დროზე 10 ნომერს პელე, რიველინო, ზიკო, რივალდო, კაკა, რონალდინიო და ნეიმარი ატარებდნენ. მე არ მინდა დავადანაშაულო მოთამაშე, მაგრამ ტიტე და მისი სტაფი შეცდა. არ შეიძლება 10 ნომერი მივცეთ ფეხბურთელს, რომელიც მხოლოდ 22 წლისაა“, - დაწერა რივალდომ.

0.139252