გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ შინ „მილოუკი ბაქსთან“ 92:102 დამარცხდა. გოგა შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე სულ 12 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 7 ქულა და ერთი მოხსნა შესძინა. გოგამ 2-დან ერთი სამქულიანი, 3-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „მილოუკი“ პირველი პერიოდის ბოლოს დაწინაურდა, რის შემდეგაც ინდიანელები სულ მდევრის როლში გახლდნენ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ადეტოკუმპო გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი შესძინა. „ინდიანაში“ 16 ქულით და 11 მოხსნით მაილს ტერნერი გამოირჩა.
„ინდიანა“ 7 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.