ფეხბურთი

15:12 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანტუშის პირველი 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა ამხანაგური და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

პორტუგალიელები 11 ოქტომბერს საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო 14 ოქტომბერს დანიას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

სანტუშის პირველი 24-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები:ანტონი ლოპესი (“ლიონი”, საფრანგეთი), ბეტო (“სევილია”), რუი პატრისიო (ლისაბონის “სპორტინგი”).

მცველები: ანტუნესი (“მალაგა”, ესპანეთი), ბრუნუ ალვეში (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), კედრიკი (ლისაბონის “სპორტინგი”), ელიშა (ლისაბონის “ბენფიკა”), ფაბიო კოენტრაო, პეპე (ორივე მადრიდის “რეალი”, ესპანეთი), ივო პინტო (ზაგრების “დინამო”, ხორვატია), ხოსე ფონტე (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), რიკარდო კარვალიო (“მონაკო”, საფრანგეთი).

ნახევარმცველები: ადრიენი, მარიო ჟოაო კარვალიო, ვილიამი (ყველა ლისაბონის “სპორტინგი”), ანდრე გომესი (“ვალენსია”, ესპანეთი), ჟოაო მოუტინიო (“მონაკო”, საფრანგეთი), ტიაგო (“ატლეტიკო”, ესპანეთი).

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, ესპანეთი), დანი (“ზენიტი”, რუსეთი), ედერი (ლისაბონის “სპორტინგი”), რიკარდო ქუარეჟმა (“პორტუ”), ვიეირინია (“ვოლფსბურგი”, გერმანია).


0.120641