ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტურინში დაბრუნებას გეგმავს. Mirror-ის ცნობით, „ბებერი სინიორა“ ზაფხულის შემდეგ ფრანგის ტრანსფერს კვლავ მიუბრუნდა და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს.
წყაროს თანახმად, შესაძლო ტრანსფერს ენთუზიაზმით უყურებს კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც დადებითად შეხვდა კლუბის მიერ არჩეულ გზას. პოგბა დიდი ხანია „მანჩესტერში“ ბედნიერი არაა და ინგლისის დატოვებას ლამობს. „იუვეს“ გარდა ფეხბურთელს მადრიდის „რეალიც“ ეპატიჟება, მაგრამ ზაფხულში მანკუნიანელების მოთხოვნილი 180 მილიონი ევრო ესპანეთში ეძვირათ.
ახლა, როგორც ტურინელები, ისე მადრიდელები იმედოვნებენ, რომ „წითელი ეშმაკები“ პოგბას ფასს დააკლებენ. მითუმეტეს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს შეეძლება მისი გაყიდვით ჯეიდონ სანჩოსა და ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერები გაჩარხოს.
შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვენტუში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და „მანჩესტერმა“ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.