კალათბურთი

11:16 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე მოედანზე დაბრუნდა

ერთკვირიანი იძულებითი უქმობისა და სამი მატჩის გამოტოვების შემდეგ გოგა ბითაძე პარკეტზე დაბრუნდა. NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს, „ინდიანა პეისერსი“ „ჰიუსტონ როკეტსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 102:111 წააგო.

გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს, 8 ქულით მოიგეს და საბოლოოდ, გამარჯვებაც იზეიმეს.

ქართველმა ცენტრმა 18:20 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი, 6 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასითა და 1 დაფარებით დაეხმარა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ნიშანდობლივია, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ბითაძე პარკეტზე იყო, „ინდიანამ“ მეტოქეზე 19 ქულით მეტი მოიპოვა.

„პეისერსმა“ კი, 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მოგებითა და 5 წაგებით მეხუთე ადგილზე იმყოფება. "ინდიანა" მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს, შინ „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113042