გელზენკირხენის „შალკემ“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხუმრობით სათამაშოდ მიიწვია. „ხუმარებმა“ შვედ მოუწოდეს, რომ გელზენკირხენში გადავიდეს სათამაშოდ, რადგან იქ ბეისბოლი არაა.
„არ ინერვიულო ზლატან, აქ გელზენკირხენში, ბეისბოლი არაა“, - წერს „შალკე“ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „გალაქსის“ ორიოდ დღის წინ დაემშვიდობა. რის შემდგომაც გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ შეეძლოთ ისევ ბეისბოლისთვის ეყურებინათ.