ფეხბურთი

20:34 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "უელსის ნაკრებში თამაში უფრო მომწონს, ვიდრე "რეალში"

გარეთ ბეილს მადრიდის „რეალის“ დატოვება სურს და ზამთარში კიდევ ერთხელ ეცდება ესპანეთიდან აბარგებას. მანამდე, ბეილმა თქვა, რომ უელსის ნაკრებში თამაში უფრო სიამოვნებს, ვიდრე „რეალში“.

რა თქმა უნდა, სანაკრებო დონეზე თამაში განსხვავებულია, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ბეილი „სამეფო კლუბის“ დატოვებას ცდილობს.

„გაცილებით უკეთესია უელსის ნაკრებში თამაში, ვიდრე „რეალში“. ეს ისეთივეა, როგორც მეგობრებთან ერთად ყოველ კვირას პარკში თამაში, ნორმალურია. უელსის ნაკრებთან ჩემს ენაზე ვსაუბრობ, თავს უკეთ ვგრძნობ. თუმცა, ვალდებულება არსად იცვლება: ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები, სადაც არ უნდა ვთამაშობდე“, - განაცხადა ბეილმა.

უელსელი ფეხბურთელის ეს განცხადება სავარაუდოდ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმასზე, რომ „რეალში“ ბედნიერი არაა და მადრიდის დატოვება ძალიან უნდა.

0.11477