ცოტა ხნის წინ Adidas-მა რუსეთის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის ნაკრების მაისურები ევრო 2020-ისთვის ოფიციალურად წარადგინა. ხსენებული ნაკრებები ახალი დიზაინის მაისურებს ამჟამად მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს პირველად გამოიყენებენ, მაგრამ ეს არ ეხება რუსეთის ნაკრებს.
ამის მიზეზი კი, მაისურზე შეცდომით დატანილი რუსეთის დროშაა და ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ახალი მაისურით სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი მანამდე არ ითამაშებს, სანამ შეცდომა არ გამოსწორდება.
რეალურად, რუსეთის დროშის მიხედვით, ჯერ თეთრი ფერი უნდა იყო, შუაში ცისფერი და ქვემოთ წითელი, მაგრამ მაისურზე ფერების განლაგება პირიქითაა - წითელი, ცისფერი და თეთრი. ეს სერბეთის დროშაა, ვიდრე რუსეთის. შესაბამისად, სანამ ეს დეტალი არ შეიცვლება რუსები ისევ ძველი მაისურებით გავლენ მოედანზე.
Adidas-მა უკვე მოიხადა ბოდიში დაშვებული შეცდომის გამო, მაგრამ მაისურები გაყიდვაშია და უკვე გაიყიდა კიდეც. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა ევრო 2020-ის საგზური ოქტომბერში ოფიციალურად მოიპოვა.