ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემთხვევაში, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას, გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, ტიერი ანრი შეეძლო მთავარ მწვრთნელად დაენიშნა - წერს Mundo Deportivo.
აქამდე, სამწვრთნელო გამოცდილება ანრის მხოლოდ „მონაკოში“ ჰქონდა, საიდანაც დანიშვნიდან 19 მატჩის ჩატარების შემდეგ, ცუდი შედეგებისთვის დაითხოვეს. ასევე ფრანგი ბელგიის ნაკრების თავკაცის, რობერტო მარტინესის თანაშემწეც გახლდათ, ახლა კი
„მონრეალ იმპექტის“ დამრიგებელია.
ანრის კატალონიელები რონალდ კუმანის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავენ. მოგეხსენებათ, კუმანმა თქვა: ჩემი ოცნება ერთხელაც „ბარსელონას“ გაწვრთნააო. მაგრამ, ევრო 2020-ის დამთავრებამდე ის გეგმების შეცვლას არ აპირებს. მოგეხსენებათ, ამჟამად კუმანი ჰოლანდიის ნაკრებს თავკაცობს.
ანრის სასარგებლოდ კი ის ფაქტი მეტყველებს, რომ კარგად იცის საკლუბო სტრუქტურა, სტილი და ამისდაკვალად, შეიძლება ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედოს.
ანრი კატალონიური კლუბის ღირსებას 2007-10 წლებში იცავდა.