ფეხბურთი

14:25 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოლდოვის ნაკრების მწვრთნელი: „მართალია, პატარა გუნდი ვართ, მაგრამ წესები ერთნაირი უნდა იყოს ყველასთვის“

მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექსტრავაგანტულმა თურქ-გერმანელმა, ენგინ ფირატმა, ფრანგებთან ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის შემდეგ (1:2), ლიტველი არბიტრი, გედიმინას მაჟეიკა გააკრიტიკა.

„ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. ვამაყობ როგორ თამაშობდნენ და იბრძოდნენ მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ. ამავე დროს, ძალიან იმედგაცრუებული ვარ მსაჯობით. ფრანგების პირველი გოლის ეპიზოდში, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აშკარად ჩანდა, რომ ჟირუმ კოშელიოვთან ბრძოლისას წესი დაარღვია. გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

შესვენებაზე 500 გზავნილი მივიღე მეგობრებისგან, რომლებიც იმავე აზრს მიზიარებდნენ. არ შეიძლება ერთ მხარეს ასე დაეხმარო.მართალია, ჩვენ პატარა გუნდი ვართ, მაგრამ ეს დაშვებელია. წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.“ - ციტირებს ფირატის სიტყვებს მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ მოლდოველები მსოფლიო ჩემპიონებს 35-ე წუთამდე უგებდნენ.

0.114286