კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიისა და ლიეტუვას შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და 2019 წელს 30-ე გოლი გაიტანა.
შედეგად, რონალდუ პირველი ფეხბურთელია ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომელმაც ზედიზედ მოახერხა კალენდარულ წელში მინიმუმ 30 გოლის გატანა.
ამასთან, კრიშტიანუსთვის ეს მეცხრე ჰეთ-თრიქი იყო პორტუგალიის ნაკრების მაისურით, კარიერაში 55-ე, ხოლო მიმდინარე წელს - მეოთხე. რონალდუს ეროვნულ ნაკრებში უკვე 98 გოლი დაუგროვდა და ირანელი ალი დაეის რეკორდამდე მხოლოდ 11 გოლი აშორებს.
პორტუგალიის ნაკრებს კი, საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჯერაც არ მოუპოვებია ევრო 2020-ის საგზური. ამისთვის, ევროპის მოქმედ ჩემპიონს ბოლო ტურში ლუქსემბურგის დამარცხება სჭირდება.