ფეხბურთი

22:40 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპიმ ჩინეთის ეროვნული ნაკრები დატოვა

იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი ჩინეთის ეროვნული ნაკრებიდან წავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 71 წლის სპეციალისტმა სირიასთან წაგებული (1:2) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ მიიღო.

"სირია ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა და წავაგეთ. ჩემი წლიური გასამრჯელო მაღალია და წაგებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. აქედან გამომდინარე ჩინეთის ეროვნული ნაკრებიდან წასვლა გადავწყვიტე." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლიპიმ.

იტალიელმა ჩინეთის ეროვნული ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ ჩინეთმა 37 მატჩი ჩაატარა და აქედან 16 მოიგო და 12 წააგო. აზიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩინეთი 7 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ სირიას ხუთი ქულით ჩამორჩება.

0.113052