ფეხბურთი

0:10 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სილვა შესაძლოა ინიესტას თანაგუნდელი გახდეს

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი დავიდ სილვა შესაძლოა სათამაშოდ იაპონიაში გადავიდეს. როგორც El Chiringuito იუწყება, ესპანელი ფეხბურთელი "ვისელ კობესთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

სილვას "მანჩესტერ სიტისთან" ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და თავისუფალი აგენტი გახდება. იაპონურ კლუბში ანდრეს ინიესტა, ლუკას პოდოლსკი და ტომას ვერმალენი თამაშობენ.

სილვა "ქალაქელებს" 2010 წელს "ვალენსიადან" შეუერთდა. მას შემდეგ ესპანელმა 410 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 74 გოლი და 134 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.120836