მადრიდის „რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა თანაგუნდელი კარიმ ბენზემას შესახებ.
„კარიმი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა „რეალისთვს.“ ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და უკვე ლეგენდაა.“ - უთხრა მოდრიჩმა Footmercato-ს.
ბენზემა „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს და „სამეფო კლუბთან“ ერთად ორ-ორჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, თასი და სუპერთსი მოიპოვა. ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში, სამჯერ კი უეფას სუპერთასს დაეუფლა.
მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდანაა და კლუბთან ერთად 15 ჯილდო მოიგო.