მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს. ბელგიელმა As-თან საუბარში აღნიშნა, რომ სიძლიერის გამო აკრიტიკებენ და თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
„გაზეთებს არ ვკითხულობ. ყურადღებას მხოლოდ იმას ვაქცევ რასაც ჩემი მწვრთნელები და თანაგუნდელები მეუბნებიან. ვისაც კარში არასდროს უთამაშია, არ იცის, რას ნიშნავს ძელებს შორის დგომა. ყოველშემთხვევაში ეჭვი არ მეპარება ჩემს თვისებებში, მე ვარ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და სწორედ ამიტომ მაკრიტიკებენ. ყოველთვის მშვიდად ვარ, „სელტასთან“, „ატლეტიკოსთან“ და „სევილიასთან“ კარგად ვითამაშე. კარგი პერიოდი მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ასე უნდა გავაგრძელო“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა „რეალში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა, მიმდინარე სეზონში კი, „სამეფო კლუბის“ ღირსება 14 შეხვედრაში დაიცვა.