ფეხბურთი

1:54 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: "ჩელსიში" ყოფნის პერიოდში სახლიდან გასვლაც არ მინდოდა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ალვარო მორატა მიმდინარე სეზონში მშვენიერ ფორმაშია და 13 თამაშში 7 გოლის გატანა მოასწრო. თუმცა, მის კარიერაში წარუმატებელი პერიოდიც იყო.

ლონდონის „ჩელსიში“ ესპანელი ბედნიერი არ ყოფილა და თქვა, რომ სახლიდან გასვლაც არ სურდა.

„სახლიდან გასვლაც კი არ მსურდა. არ მინდოდა ვინმესთან საუბარი და ხალხთან შეხვედრა. ვფიქრობდი გუნდიდან წასვლაზე, რომ ზეწოლა აღარ მეგრძნო ყოველ კვირას. მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ვფიქრობდი, მაგრამ იმის ნაცვლად ბედნიერი ვყოფილიყავი, ყველაფერი პირიქით იყო“, - თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ მორატა „ჩელსის“ ღირსებას 2017-2019 წლებში იცავდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში „ატლეტიკოში“ გადავიდა.

0.484754