ფეხბურთი

21:45 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარელი მეკარე 2 წლისა და 7 თვის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

რაზგრადის „ლუდოგორეცის“ მეკარე ვლადისლავ სტოიანოვი 2 წლისა და 7 თვის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ბულგარელმა მეკარემ თითქმის 1000 დღის წინ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მკურნალობდა.

ახლა კი, „ლუდოგორეცის“ მეორე გუნდში ითამაშა. 2017 წლის 21 მარტს სტოიანოვმა უმძიმესი დაზიანება მიიღო და ფეხის ამპუტაციის საფრთხის ქვეშ იდგა.

საბოლოოდ, 32 წლის კარის დარაჯმა მუხლზე ხსეენბულ პერიოდში რვა(!) ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ არ დანებდა და საყვარელ საქმიანობას მაინც დაუბრუნდა.

სტოიანოვი თავის დროზე ბულგარეთის ნაკრების კარსაც იცავდა და ეროვნული გუნდის რიგებში 19 თამაშიც აქვს ჩატარებული. თუმცა, ხსენებულმა ტრავმამ მისი სანაკრებო კარიერა დაასრულა.

0.11731