ფეხბურთი

15:46 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ყატარში ჩასვლისას, 100 პროცენტით ვიქნებით მზად“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს დეკემბერში, ყატარში გასამართი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გაუზიარა საკუთარი აზრი.

„ჯერჯერობით არავითარ წნეხს არ ვგრძნობ. ძალიან საინტერესოა, რადგან ამ ტურნირში იშვიათად გეძლევა თამაშის საშუალება. ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა საჭირო, რათა ევროპის სახელით მოხვდე იქ.

როცა ლიგაში გავიმარჯვეთ, ვიცოდით, რომ ამ ტურნირზე მონაწილეობა მოგვიწევდა. თუმცა, მაშინ ამაზე არ ვფიქრობდით. როცა ყატარში ჩავალთ, 100 პროცენტით ვიქნებით მზად. მოუთმენლად ველით. ბიჭებს ძალიან უნდათ იქ თამაში.“ - უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა ფიფას პრესსამსახურს.

0.117667