სხვა

13:46 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობის ფედერაცია რევაზ დავითაძეს: "იმუშავე მშვიდად, რადგან შენმა წარმატებებმა იხმაუროს"

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა ქართველ ძალოსანს რევაზ დავითაძეს პოსტი მიუძღვნა.

„იმუშავე მშვიდად რათა შენმა წარმატებებმა იხმაუროს. რევაზ დავითაზე პატაიაში გამართულ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამედ გამოვიდა და 89 კილოგრამ წონითკატეგორიაში ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამი დააგროვა,“ - წერია ფედერაციის ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები სწორედ რევაზ დავითაძემ მოუტანა. 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში 166,169 და 172 კილოგრამებს გაართვა თავი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ამის შემდგომ 21 წლის სპორტსმენმა აკვრაში მოსინჯა ძალები, სადაც 199 კილოგრამი დასძლია. ორჭიდის ჯამში კი 371 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

0.158544