ქართველი ფეხბურთელების გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსემ“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო განათავსა, სადაც საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი კალათბურთს თამაშობს და თან საკმაოდ კარგად.
კალიფორნიულმა გუნდმა ვიდეო შემდეგნაირად დაასათაურა:
„გამარჯობა „უორიორს“, ვფიქრობ, რომ ჩვენ ახალი ზაზა ფაჩულია ვიპოვეთ".
აღნიშნული ვიდეო უყურადღებოდ არც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ექს კაპიტანს დაუტოვებია და სოციალურ ქსელში კაშიას თამაშის კადრები შემდეგნაირად გააზიარა.
„პროფესიონალი ყველა სპორტში“, - დაწერა ზაზამ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" 2016-2018 წლების სეზონში ასპარეზობდა და "მეომრებთან' ერთად 2-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.