ჩოგბურთი

10:46 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიმმა ფედერერს მოუგო

წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა როჯერ ფედერერი 7:5, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 42 წუთს გაგრძელდა.

მიმდინარე სეზონში ტიმმა როჯერი მესამეჯერ დაამარცხა, ურთიერთშეხვედრებში ავსტრიელი შვეიცარიელს 5:2-ს უგებს.

მეორე ტურის მატჩში როჯერი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება და აქ წაგება ფედერერისთვის თითქმის ტურნირიდან გამოვარდნას ნიშნავს. მატჩი 12 ნოემბერს ჩატარდება.

დღეს კი თბილისის დროით 18:00 საათზე მეორე ჯგუფის პირველი შეხვედრა მედვედევი-ციციპასი გაიმართება.

0.126113