ფეხბურთი

16:45 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" და "დილა" პლეი-აუტის ზონას ოდნაც დასცილდნენ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტური წყალტუბოში, ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ შეხვედრით დასრულდა. ორივე გუნდისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან პლეი-აუტის ზონასთან ახლოს არიან და ჯერ გარანტირებული არაფერი აქვთ.

განსაკუთრებით „ტორპედოს“, რომელიც ხანგრძლივი ფინანსური კრიზისია და 5-მატჩიანი წაგებების ფონზე შეხვდა თამაშს.

კახა ჩხეტიანის გუნდი ძალიან ახლოს იყო ნანატრ გამარჯვებასთან და 21-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის გოლით დაწინაურდა კიდეც. თუმცა, იმერლებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, 81-ე წუთზე „დილას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ალეფ სანტოსმა გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„ტორპედოს“ 41 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე სამი ქულითაა პლეი-აუტის ზონას მოცილებული, ხოლო „დილას“ იგივე ზონასთან 4-ქულიანი უპირატესობა გააჩნია. ახლა ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა და გათამაშება ორი კვირის შემდეგ განახლდება.

„ტორპედო“ – „დილა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კაპანაძე (21), 1:1 ალეფ სანტოსი (81)

0.121053