ფეხბურთი

15:15 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის საწყის 11 ტურში მე-16 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა. ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა 1968/69 წლების სეზონში 11 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლევანდოვსკიმ ასევე ზედიზედ 11 მატჩში შეძლო თავის გამოჩენა, რაც ასევე რეკორდია. მიმდინარე სეზონში პოლონელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 18 შეხვედრა ჩაატარა და 23-ჯერ გაიტანა. რობერტი "ბაიერნში" 2014 წლიდან ასპარეზობს და 260 შეხვედრაში თავი 214-ჯერ გამოიჩინა.

0.118743