კალათბურთი

12:18 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„გოლდენ სტეიტმა“ ისევ წააგო, „ბოსტონი“ აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

„გოლდენ სტეიტმა“ მორიგი შეხვედრა წააგო. ამჯერად „ოქროს შტატელებმა“ გასვლაზე „ოკლაჰომასთან“ 114:108 წააგეს. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ოკლაჰომელებმა 30:24 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა დეანჯელო რასელმა ჩააგდო. „ოკლაჰომელებმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშეს, ხუთმა მოთამაშემ მინიმუმ 12 და მეტი ქულა ჩააგდეს, მათ შორის ყველაზე მეტი 21 ქულა დანილო გალინარის ანგარიშზეა. „გოლდენ სტეიტი“ 2 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

„ბოსტონმა“ გასვლაზე „სან ანტონიოს“ 135:115 აჯობა. ბოსტონელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და შეხვედრის ბოლომდე ტეხასელები მდევრის როლში იყვნენ. ყველაზე მეტი 30 ქულა ბრაუნმა ჩააგდო. დეროზანმა 22 ქულა მოაგროვა. „ბოსტონი“ 7 მოგებით და ერთი წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

„ჩიკაგომ“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონთან“ 94:117 დამარცხდა. მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ტეხასელებმა 36:18 მოიგეს. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა, 42 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი. უესტბრუკს 26 ქულა ჰქონდა, კაპელმა 16 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა.

„სან ანტონიო“ – „ბოსტონი“ 115:135 (30:39, 24:33, 37:32, 24:31)

https://www.youtube.com/watch?v=yXjEUVSHcoY

„შარლოტ ჰორნეტსი“ – „ნიუ ორლეანი“ 110:115 (28:35, 33:22, 25:26, 24:34)

https://www.youtube.com/watch?v=8EH2qYK_JSY

„ჩიკაგო“ – „ჰიუსტონი“ 94:117 (27:20, 22:30, 18:36, 27:31)

https://www.youtube.com/watch?v=BgEf6bJzbTU

„მემფისი“ – „დალასი: 122:138 (34:31, 28:27, 29:36, 31:34)

https://www.youtube.com/watch?v=A4gyQQ09Hwc

„ოკლაჰომა“ – „გოლდენ სტეიტი“ 114:108 (36:27, 24:16, 24:41, 30:24)

https://www.youtube.com/watch?v=AKiQES73K9A

0.122873