ფეხბურთი

10:42 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "როცა მესი გყავს, ყველაფერი შესაძლებელია"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "სელტასთან" მოგებული (4:1) ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ ლიონელ მესი შეაქო და აღნიშნა, რომ მას ყველაფერი შეუძლია.

ვიგოელებთან დაპირისპირებაში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა სამი გოლი გაიტანა, ერთი პენალტი და ორი საჯარიმო დარტყმით. ჰეთ თრიკების რაოდენობით კი მესი ლა ლიგაში კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.

"როცა მესი გყავს გუნდში ყველაფერია შესაძლებელი, იგი საჯარიმო დარტყმებში დახელოვნებულია. მეტოქეებმა იციან, რომ საჯარიმოსთან ახლოს ჩვენ ფეხბურთელებზე არ დაჯარიმდნენ, რადგან მესი მათ დასჯის." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ "ბარსელონამ" 25 ქულა მოაგროვა, ამდენივე ქულა აქვს "რეალს" და ეს ორი გუნდი პირველ-მეორე ადგილს ინაწილებს.

0.115211