მორიგი ბენეფისი მოიწყო პრიმერას მე-13 ტურის „სელტასთან“ მატჩში (4:1), ლიონელ მესიმ. „ბარსელონას“ გენიოსმა სამი ბურთი გაიტანა და ესპანეთის ჩემპიონატში ჰეთ თრიქების რაოდენობით, კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. ახლა ორივეს პრიმერაში 34-34 „სამგოლა“ აქვთ შესრულებული. მესის მალე პორტუგალიელის გადასწრებაც შეუძლია, რადგან კრიუშტიანუ ამჟამად იტალიაში, ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.
რონალდუ მადრიდის „რეალში“ 2009-18 წლებში თამაშობდა, მესი კი „ბარსელონაში“ 2003 წლიდან ირჯება.
სტუმრად იოლად მოიგო „რეალმაც.“ მადრიდელების მსხვერპლი ამჯერად „ეიბარი“ გახდა (0:4). დუბლი მიითვალა კარიმ ბენზემამ, შედეგად, ლეგენდარულ ფერენც პუშკაშს გადაუსწრო და „სამეფო კლუბის“ ისტორიაში რიგით მეექვსე ბომბარდირი გახდა.
25-25 ქულით, გათამაშების ცხრილს, ისევ „ბარსელონა“ და „რეალი“ ლიდერობენ.
ესპანეთი
პრიმერა. მე-13 ტური. 9 ნოემბერი
ეიბარი - რეალი 0:4
ეიბარი. „ესტადიო მუნისიპალი.“ 7 045
0:1 ბენზემა (17), 0:2 რამოსი (20 პენ), 0:3 ბენზემა (29 პენ), 0:4 ვალვერდე (61)
ეიბარი: დმიტროვიჩი, ანხელი, ბიგასი, არბილია, დე ბლაზისი, ინუი, დიოპი (ესპოზიტო 81), ესკალანტე, ორელიანა (ლეონი 65), კიკე (შარლესი 81), ენრიხი
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
რეალი: კურტუა, მენდი, რამოსი, ვარანი, კარვახალი, ვალვერდე (ისკო 72), კაზემირო, მოდრიჩი, აზარი (ვინისიუსი72), ვასკესი (დიასი 81), ბენზემა
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: კორდერო ვეგა
გაფრთხილება არ ყოფილა
ბარსელონა - სელტა 4:1
ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 71 209
1:0 მესი (23 პენ), 1:1 ოლასა (42), 2:1, 3:1 მესი (45+1, 48), 4:1 ბუსკეტსი (85)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ (ბუსკეტსი 23), პიკე, უმტიტი, ფირპო, დე იონგი, რობერტო, არტური, მესი, გრიზმანი (ლუის სუარესი 73), ფატი (დემბელე 46)
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
სელტა: რაფინია, მალიო, აიდუ, არაუხო, ოლასა, შეიხ დიოპი (ფერნანდესი 81), ბელტრანი, ლობოტკა (დენის სუარესი 76), ხუნკა, სისტო (მენდესი 64), ასპასი
მწვრთნელი: ოსკარ გარსია
მსაჯი: კუადრა ფერნანდესი
გადრთხილება: უმტიტი (25), მესი (40), რობრტო (52), ბუსკეტსი(88)
ალავესი - ვალიადოლიდი 3:0
1:0 ხოსელუ (26), პინა (32), 3:0 პერესი (75 პენ)
ვალენსია - გრანადა 2:0
1:0 ვასი (74), 2:0 ტორესი (90+7)
8 ნოემბერი
სოსიედადი - ლეგანესი 1:1
1:0 მერინო (63), 1:1 ენ ნესირი (78)
გაძევება: როდრიგეში (ლეგანესი 90+8)