მიუნხენის „ბაიერნის“ ნიკო კოვაჩის დათხოვნა ძალიან მოუხდა. ყოველშემთხვევაში ფაქტია, ფრანკფურტული კოშმარიდან ზუსტად 7 დღის თავზე მიუნხენურმა „გიგანტმა“ უპრინციპულესი მეტოქე, დორტმუნდის „ბორუსია“ შავ დღეში ჩააგდო.
4:0 - ანგარიში თავისთავად მეტყველებს იმაზე, რაც ჰანს-დიტერ ფლიკის შეგირდებმა ჩაიდინეს. აბა ისე, როგორ იქნებოდა, რომ რობერტ ლევანდოვსკის ისევ არ გაებრწყინა. პოლონელი უბრალოდ ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და მოედანს უგოლოდ ნამდვილად არ ტოვებს. ჩემპიონთა ლიგა იქნება თუუ ბუნდესლიგა, პოლონელი თამაშიდან უგოლოდ არ გადის. ახლაც ასე იყო, დუბლი შეასრულა. ერთიც სერჟ გნაბრიმ გაიტანა, ერთიც მატს ჰუმელსმა. ჰუმელსს „დორტმუნდის“ ფორმა ემოსა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლო წარსული გაიხსენა და ყოფილი თანაგუნდელები გაახარა ავტოგოლით. „ბაიერნმა“ 21 ქულას მოუყარა თავი და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა, თუმცაღა „გლადბახს“ ამ ტურში სათამაშო აქვს. „დორტმუნდმა“ კი პირიქით - პოზიცია დაკარგა. ამასობაში, ლევადოვსკი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგის საწყის 11 ტურში 16 გოლი გაიტანა.
გელზენრკიხენში „შალკემ“ „დიუსელდორფს“ უმასპინძლა, როგორ არ სცადა გამარჯვება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. „ხუმარები“ მსაგზის იგებდნენ, მაგრამ სამჯერვე სტუმრებმა გაათანაბრეს და შინ ქულით ხელდამშვენებულნი წავიდნენ. მატჩის გმირი ჰენინგსი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და პირადად გადაარჩინა „დიუსელდორფი“ წაგებას.
იულიან ნაგელსმანის „ლაიფციგი“ კი ძალიან მაგარ ფეხბურთს აჩვენებს და ბერლინში, უფერული „ჰერტას“ დამარცხება რა გასაკვირია, რომ არ გასჭირვებია. სამაგიეროდ, თუ „ჰერტა“ ვაი-ვაგლახობს, მეორე დედაქალაქური გუნდი „უნიონი“ აღარ ხუმრობს და გამარჯვებას გამარჯვებას უმატებს. ბერლინელებმა ამჯერზე „მაინცი“ მისსავე მოედანზე მშრალზე დატოვეს. შაბათს კიდევ ერთი მატჩი შედგა, „აუგსბურგმა“ „პადერბორნი“ დაამარცხა და აქტივს მნიშვნელოვანი ქულები შემატა.
„მაინცი“ – „უნიონი“ 2:3 (0:2)
გოლები: 0:1 ბროსინსკი (30, ა.გ), 0:2 ანდერსონი (45), 0:3 ანდერსონი (51), 1:3 ონისივო (81), 2:3 ბროსინსკი (90)
„შალკე“ – „დიუსელდორფი“ 3:3 (1:0)
გოლები: 1:0 კალიჯური (33), 1:1 ჰენინგსი (62, პენ), 2:1 კაბაკი (67), 2:2 ჰენინგსი (74), 3:2 სერდარი (79), 3:3 ჰენინგსი (85)
„ჰერტა“ – „ლაიფციგი“ 2:4 (1:2)
გოლები: 1:0 მიტელშტადტი (32), 1:1 ვერნერი (38, პენ), 1:2 ზაბიცერი (45), 1:3 კამპლი (86), 1:4 ვერნერი (90), 2:5 სელკე (90)
„პადერბორნი“ – „აუგსბურგი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 მაქსი (41)
„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), 2:0 გნაბრი (47), 3:0 ლევანდოვსკი (76), 4:0 ჰუმელსი (80, ა.გ)