შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან და გიბრალტართან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ბოსნიელ სპეციალისტს სერიოზული დანაკლისი აქვს, რადგან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტრავმების გამო დააკლდება - შერდან შაქირი, ფაბიან შარი, ბრილ ემბოლო, ადმირ მეჰმედი და მარიო გავრანოვიჩი.
მეკარეები: ივონ მვოგო (ლაიფციგი, გერმანია), იონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი, გერმანია)
მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი, გერმანია), ლორის ბენიტო (ბორდო, საფრანგეთი), ერაი კომერტი (ბაზელი), ნიკო ელვედი (გლადბახი, გერმანია), მიხაელ ლანგი (ვერდერი, გერმანია), სტეფან ლიხშტაინერი (აუგსბურგი, გერმანია), კევინ მბაბუ (ვოლფსბურგი, გერმანია), ფრანსუა მუბანჯე (დინამო, ხორვატია), რიკარდო როდრიგესი (მილანი, იტალია)
ნახევარმცველები: კრისტიან ფასნახტი (იანგ ბოიზი), ედმილსონ ფერნანდესი (მაინცი, გერმანია), რემო ფროილერი (ატალანტა, იტალია), გრანიტ ჯაკა (არსენალი, ინგლისი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი, გერმანია), ჯიბრილ სოუ (აინტრახტი, გერმანია), დენის ზაკარია (გლადბახი, გერმანია), რუბენ ვარგასი (აუგსბურგი, გერმანია)
თავდამსხმელები: იოსიპ დრმიჩი (ნორვიჩ სიტი, ინგლისი), ჰარის სეფეროვიჩი (ბენფიკა, პორტუგალია), ალბიან აჯეტი (ვესტ ჰემი, ინგლისი)
შეგახსენებთ, შვეიცარიის ნაკრები საქართველოს 15 ნოემბერს, სენტ გალენში უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.