ფეხბურთი

18:17 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სონი: "ძალიან ვწუხვარ, ამას ვერ წარმოვიდგენდი"

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ჰონ-მინ სონი ძალიან დამწუხრებულია, რომ ანდრე გომეშს მძიმე ტრავმა მიაყენა. სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის განცხადებით, ვერ წარმოიდგენდა, რომ მსავსი რამ მოხდებოდა.

„შეტყობინება გავუგზავნე და ვუთხარი, რომ მართლა ვწუხვარ. დარცხვენილი ვარ, ასეთი რამ ფეხბურთში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მოწყენილი ვარ, რომ მონაწილე გახვდი ამ ყველაფრის. რთული დღეები იყო. ნამდვილად ვწუხვარ ამ სიტუაციის გამო, მაგრამ მოედანზე უნდა ვიმუშაო, რადგან გუნდს ჩემი პოზიტიური ენერგია სჭირდება. მინდა ადამიანებს მადლობა მინდვრიდან გადავუხადო, მათ შორის ანდრე გომეშსაც პატივი ვცე და ამიტომ, უფრო მეტს ვიშრომებ, ვიდრე აქამდე“, - თქვა სონმა.

შეგახსენებთ, რომ "ევერტონი" - "ტოტენჰემის" მატჩში სონის ვარდნის შედეგად ანდრე გომეშმა ფეხი მოიტეხა და ფეხბურთს თითქმის ერთი წლით ჩამოშორდა.

0.115778