კალათბურთი

12:30 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კლიპერსმა" "პორტლენდს" აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.


"კლიპერსმა" შინ "პორტლენდი" 107:101 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლო ს ანჯელესელებმა 37:25 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, რომელმაც ასევე 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. "პორტლენდში" 22-22 ქულით ლილარდი და მაკალუმი გამოირჩნენ. "კლიპერსი" ექვსი მოგებით და სამი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.
"სან ანტონიომ" საკუთარ დარბაზში "ოკლაჰომა" 121:112 დაამარცხა. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი გახლდათ, რომელიც ტეხასელებმა 36:27 მოიგეს. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლამარკუს ოლდრჯმა, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 6 მოხსნა და პასი შესძინა. "ოკლაჰომაში" 27 ქულით საუკეთესო დანილო გალინარი გახლდათ.

"შარლოტ ჰორნეტსი" - "ბოსტონი" 87:108 (20:30, 23:22, 24:33, 20:23)
https://www.youtube.com/watch?v=jFdaC769hF0

"სან ანტონიო" - "ოკლაჰომა" 121:112 (33:30, 23:27, 36:27, 29:28)
https://www.youtube.com/watch?v=9pmWvilWxX8

"ფინიქსი" - "მაიმი" - 108:124 (30:31, 27:33, 29:29, 22:31)
https://www.youtube.com/watch?v=vg7qfSVcS3U

"კლიპერსი" - "პორტლენდი" 107:101 (26:22, 21:18, 23:36, 37:25)
https://www.youtube.com/watch?v=EvJVO5odbys

0.119024