„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა ახალბედამ, გოგა ბითაძემ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მისთვის სადებიუტო სეზონის დასაწყისშივე ერთი მიღწევა უკვე გაიფორმა. ასეთი მიღწევა ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთ კალათბურთელს ჰქონია.
ბითაძეს ზედიზედ სამ მატჩში ოთხ ბლოკშოთზე ნაკლები არ გაუკეთებია და ამით გასული წლების ახალბედების: ტიმ დანკანის, ლამარ ოდომის, იაო მინის, კენიონ მარტინსა და ჯარეტ ალენის მიღწევა გაიმეორა.