კალათბურთი

1:46 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში "ბასკონიას" ულიდერა, მაგრამ წაგებას ვერ გადაარჩინა

ევროლიგის მეშვიდე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მილანში გათამაშების ლიდერ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა. ესპანელებმა იტალიელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ 74:81 წააგეს.

შენგელიამ 26:13 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და მატჩის MVP-მდე ცოტა დააკლდა. ნუგეშად კი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

„ბასკონიას“ 3 მოგების საპირწონედ 4 წაგება აქვს და მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ვიტორიელები 15 ნოემბერს, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებენ.

0.13384