ფეხბურთი

2:52 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სონმა ანდრე გომეში არ დაივიწყა (+VIDEO)

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ჰონ-მინ სონმა ჩემპიონთა ლიგაზე ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდასთან“ დუბლი გაიფორმა. სამხრეთ კორეელს 4 დღის წინანდელი ინციდენტი და ანდრე გომეში არ დავიწყებია.

სონმა გოლის შემდეგ პორტუგალიელს მიყენებული დაზიანების გამო ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ სონის ვარდნის შედეგად, ანდრე გომეშმა ფეხი მოიტეხა და ფეხბურთს დაახლოებით ერთი წლით ჩამოშორდა.

0.114491