ფეხბურთი

17:50 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

12 წლიანი პაუზის შემდეგ - ევროპა ლიგის მატჩს ქართველები იმსაჯებენ

ევროპა ლიგის მეოთხე ტურში შვეიცარიული „ლუგანოსა“ და შვედური „მალმეს“ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მსგავსი შემთხვევა კი ბოლოს, 12 წლის წინ დაფიქსირდა.

მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ხოლო მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე არბიტრი გიორგი ვადაჭკორიაა.

საინტერესოა, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა ბოლოს 2007 ლის 29 ნოემბერს იმსაჯეს. მაშინ „ალკმაარი“ (ჰოლანდია) – „ლარისას“ (საბერძნეთი) შეხვედრა ლევან ფანიაშვილმა განსაჯა.

რაც შეეხება ყრუაშვილს, ფიფას მეორე კატეგორიის მსაჯია და საქართველოს ისტორიაში ლევან ფანიაშვილის შემდეგ მეორე მსაჯია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში ხსენებულ დონეს უწია.

0.142263