„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს აუხსნა რატომ ვერ შეინახა მისმა გუნდმა კარი მშრალად ბოლო რვა მატჩში.
„სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან არ მაღელვებს. თუმცა, ცხადია, კმაყოფილი ვერ ვიქნები. ყველა გოლი, რომელიც გავუშვით, სხვადასხვაგვარი გახლდათ, ამიტომ ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არ არის, მთლიანი გუნდის არასწორი მოქმედების შედეგია. მაგრამ, ასეთი მჭიდრო გრაფიკის პირობებში, 90 წუთის განმავლობაში თანაბარი რითმის შენარჩუნება ძალიან ძნელია. ამ პრობლემაზე უნდა ვიმუშაოთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Mirror.
მომდევნო მატჩს „ლივერპული“ კვირას, 10 ნოემბერს, შინ გამართავს, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.