ფეხბურთი

21:48 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო"

"ბარსელონას" არგენტინელმა შემტევმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანია კატალონიურ კლუბთან ერთად ტიტულების მოგება.

"ჩემი მიზანია "ბარსასთან" ერთად ბევრი ტიტულები მოვიგო. ვოცნებობ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი კლავ აღვმართო, რაც ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ინდივიდუალური მიღწევა არ არის ჩემთვის მთავარი, უფრო მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულებია, რასაც ინდივიდუალური პრიზებიც მოჰყვება"- განაცხადა მესიმ.

მესის ჩემპიონთა ლიგა კარიერაში ოთხჯერ აქვს მოგებული. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატზე 138 შეხვედრაში 113 გოლი აქვს გატანილი.

0.115622