ფეხბურთი

4:46 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა პირველი მერვედფინალისტის მოლოდინში

ორკვირიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება, სადაც ჯგუფური ეტაპის ნახევარი უკვე მიილია. მეოთხე ტური კი დღეს ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება და შესაძლოა პირველი მერვედფინალისტის საგზურიც გაოფიციალურდეს.

დღის ცენტრალური შეხვედრა F ჯგუფშია ჩანიშნული, სადაც „დორტმუნდი“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება იტალიელებმა შინ 2:0 მოიგეს და დღეს მათთვის ფრეც მისაღები შედეგი იქნება, ვინაიდან გერმანელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას მოიპოვებენ. ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს და ცხადია, რომ მეორე ადგილის ბედი მათ შორის უნდა გაირკვეს. ანტონიო კონტეს „ინტერი“ სერია A-ში უბრალოდ შეუდარებელია და თამაშს თამაშზე იგებს. არაფერი დაეწუნება „დორტმუნდსაც“, მაგრამ ლუსიენ ფავრის გუნდს ოდნავ არასტაბილურობა დასჩემდა. დღევანდელ მატჩს შესაძლოა მარკო როისი დააკლდეს, რომელსაც ტრავმა აწუხებს და მისი საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. „ინტერმა“ კი ბოლო მომენტში რობერტო გალიარდინი და კვადვო ასამოა მოსაკლისა. სამაგიეროდ, გუნდს სტეფანო სენსი დაუბრუნდა და დღეს სავარაუდოდ მოედანზე იქნება. ამავე ჯგუფის მეორე დაპირისპირება „კამპ ნოუზეა“ დაგეგმილი, სადაც „ბარსელონა“ პრაღის „სლავიასთან“ უდაო ფავორიტია. ჩეხებმა უკვე დაამტკიცეს და ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ბუნებრივია, კატალონიაში მათი შანსი ძალზე მიზერულად მოსჩანს. თანაც, „ბარსამ“ სამი დღის წინ „ლევანტესთან“ წააგო და რეაბილიტაცია სჭირდება.

E ჯგუფში კი არსებობს შანსი, რომ პირველი მერვედფინალისტის ვინაობა ოფიციალურად შევიტყოთ. „ნაპოლი“ „ზალცბურგს“ დაუხვდება და კარლო ანჩელოტის გუნდი თუ მოიგებს, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდებს მერვედფინალის საგზურს. თუმცა, ნეაპოლელები ბოლო დროს ძალზე ცუდ ფორმაში იმყოფებიან და იტალიის ჩემპიონატში უკვე მე-7 ადგილამდე დაქვეითდნენ. თავის მხრივ, „ზალცბურგისთვის“ პრაქტიკულად ბოლო შანსია, რომ პლეი-ოფისთვის იბრძოლოს და შანსი დაიტოვოს, ამისთვის საჭიროა „სან პაოლოზე“ არ წააგოს.

G ჯგუფში დაძაბული ვითარებაა და ოთხივე გუნდი რეალურ შანსს ინარჩუნებს. ლიდერი „ლაიფციგი“ „ზენიტს“ სტუმრობს და ქულა მაინც უნდა მოიპოვოს, მოწინავე პოზიციაზე დარჩენა თუ სურს. პარალელურად, „ლიონი“ ლისაბონის „ბენფიკას“ მასპინძელი იქნება. ფრანგებს ოთხი ქულა აქვთ, პორტუგალიელებს სამი და ამთავითვე ნათელია, რომ „პარკ ოლიმპიკზე“ უშეღავათო ბრძოლა შედგება.

და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც ყველაზე საინტერესო „ჩელსი“ „აიაქსის“ დუელია, ორი კვირის წინ ჰოლანდიელებმა შინ უსახურად ითამაშეს და დამსახურებულად წააგეს, მაგრამ ახლა სიტუაციის დამძიმება თუ არ უნდათ, „სტემფორდ ბრიჯზე“ გაცილებით კარგად და ჩვეულად გარჯა მოუწევთ. ამასთან, ქულები ლონდონის „ჩელსისაც“ სჭირდება და თანაც, ფრენკ ლამპარდის გუნდი უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიკეთა ხასიათი და პრემიერლიგაშიც ბოლო 5 თამაში გამარჯვებით დაასრულა. „ესტადიო მესტალიაზე“ კი „ვალენსია“ „ლილს“ დაუხვდება. „ღამურებს“ სამი ქულა აქვთ დაგეგმილი, რადგან მათთვის ახლა ფეხის დაცდენა პრაქტიკულად ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი იქნება, ხოლო „ლილისთვის“ ნამდვილად ბოლო შანსია, რომ ჯგუფში არ ჩარჩეს.

რვიდან ორი მატჩი ნაადრევად, თბილისის დროისთ 21:55 საათზე დაიწყება: „ბარსელონა“ – „სლავია“ და „ზენიტი“ – „ლაიფციგი“.

E ჯგუფი

„ლივერპული“ – „გენკი“

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფაბინიო, ვენალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

„გენკი“ (4-2-2-2): კუჩკე; მაელე, კუესტა, ლუკიმი, დე ნორე; იტო, ჰროსოვსკი; ბერგი, ბონგონდა; ონუაჩუ, სამატა

„ნაპოლი“ – „ზალცბურგი“

„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ელმასი, ფაბიან რუისი, ზიელინსკი; ლოსანო, მილიკი

„ზალცბურგი“ (4-2-4): კორონელი; კრისტენსენი, ვიობერი, ონგუენი, ულმერი; იუნუზოვიჩი, მვეპუ; მინამინო, დაკა, ჰოლანდი, ჰვანი

F ჯგუფი

„დორტმუნდი“ – „ინტერი“

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი, გერეირო; ვიტსელი, დელანი; სანჩო, როისი, ბრანდტი; პაკო ალკასერი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა, ბარელა, ბროჟოვიჩი, სენსი, ბირაგი; ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი

„ბარსელონა“ – „სლავია“

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; დე იონგი, ბუსკეტსი, ვიდალი; მესი, გრიზმანი, დემბელე

„სლავია“ (4-5-1): კოლარი; კუფალი, კუდელა, ფრიდრიხი, ბორილი; მასოპუსტი, სევჩიკი, სუჩეკი, ტრაორე, სტანჩუ; ოლაინკა

G ჯგუფი

„ზენიტი“ – „ლაიფციგი“

„ზენიტი“ (4-4-2): კერჟაკოვი; კარავაევი, ივანოვიჩი, რაკიცკი, დუგლას სანტოსი; დრიუსი, ოზდოევი, ბარიოსი, ჟირკოვი; ძიუბა, აზმუნი

„ლაიფციგი“ (4-2-2-2): გულაში; კლოსტერმანი, მუკიელე, უპემეკანო, ჰალსტენბერგი; ლაიმერი, დემე; ზაბიცერი, ფორსბერგი; ვერნერი, პოულსენი

„ლიონი“ – „ბენფიკა“

„ლიონი“ (4-4-2): ლოპეში; დუბუა, ანდერსენი, დენაიერი, კონე; რეინე-ადელაიდე, ტუსარი, ტიაგო მენდეში, ოუარი; დეპაი, დემბელე

„ბენფიკა“ (4-4-2): ვლაჩოდიმოსი, ანდრე ალმეიდა, ფერო, რუბენ დიაში, გრიმალდო; ფლორენტინო, გაბრიელი, სერვი, პიცი; ჩიკინიო, ვინისიუსი

H ჯგუფი

„ჩელსი“ – „აიაქსი“

„ჩელსი“ (4-3-3): კეპა; ასპილიკუეტა, ტომორი, ზუმა, ალონსო; კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, მოუნთი; ვილიანი, აბრაჰამი, პულიშიჩი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; დესტი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო; მარინი, ვან დე ბეეკი, მარტინესი; ზიეჩი, ტადიჩი, პრომესი

„ვალენსია“ – „ლილი“

„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია; ტორესი, პარეხო, კონდოგბია, ჩერიშევი; როდრიგო, გომესი

„ლილი“ (3-4-2-1): მაინანი; სუმაორო, ფონტე, გაბრიელი; ჩელიკი, ანდრე, სუმარე, ბრადარიჩი; იაზიჯი, იკონე; ოსიმენი

0.179851