ფეხბურთი

1:35 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დომენიკო ტედესკო: "ანანიძემ ვარჯიშზე კარგი შრომით თამაში დაიმსახურა"

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ქართველმა მინდორზე 84 წუთი გაატარა, მაგრამ თავისი გუნდი „არსენალთან“ სახლში 0:1 დამარცხდა.

ნამატჩევს, „სახალხო გუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ჩვენებურის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თამაში დაიმსახურა.

- ანანიძემ საყრდენ ზონაში ითამაშა, რატომ? ეს მისი ძლიერი მხარე არაა...

- ჯანომ ძალიან კარგად იმუშავა ვარჯიშებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა მოედანზე მის გამოსვლაში. მან ითამაშა კრალის პოზიციაზე, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 25 კილომეტრი დაფარა. ანანიძე ტექნიკური ფეხბურთელია, ვიმედოვნებდით, რომ ბურთის ფლობაში დაგვეხმარებოდა, რაც შესვენების შემდეგ მოხდა. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩაატარა და ბევრი პასი გააკეთა.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ჯანოს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ძირითად შემადგენლობაში ოთხჯერ მოხვდა, გოლი კი არ გაუტანია.

0.117081