ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო გროსო სერია A-ს ბინადარ „ბრეშას“ გაწვრთნის. ინფორმაცია ამ დროისთვის ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ Sky Sport-ის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია.
გროსო ლომბარდიელებთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს, რომელიც ავტომატურად გახანგრძლივდება თუ გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს აქამდე „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდი, „ბარი“ და „ვერონა“ გაუწვრთნია. სერია A-ში კი, პირველად იმუშავებს.
რაც შეეხება „ბრეშას“ 11 ტურის შემდეგ 7 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება და სწორედ ამ შედეგის გამო გუშინ ეუჯენიო კორინი დაითხოვეს.