ფეხბურთი

14:07 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პარმა” მაურის გაუმჯობესებული კონტრაქტით დაასაჩუქრებს

იტალიური “პარმა” 18 წლის ნახევარმცველ ხოსე მაურისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და მზადაა მისი ხელფასი გაზარდოს.

არგენტინაში დაბადებულ ახალგაზრდას, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა მიიღო და ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრების წევრია, “პარმას” პირველ გუნდში დებიუტი სერია A-ს გასულ სეზონში ჰქონდა. მიმდინარე გათამაშებაში ის ორ უკანასკნელ მატჩში მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ერთი გოლიც გაიტანა.

მთავარი მწვრთნელი რობერტო დონადონი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა და კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა მაურის კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზოს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2017 წელს ეწურება დაTuttomercatoweb-ის ცნობით, “პარმა” უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენელს. უახლოეს დღეებში ნახევარმცველმა ახალი წინადადება უნდა მიიღოს, სადაც მისი ხელფასი, რომელიც ამჟამად 45 ათას ევროს შეადგენს წელიწადში, მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.

0.118174