რომის „ლაციომ“ იტალიის სერია A-ში „მილანი“ მისაავე მოედანზე 30-წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხა. Opta-ს ინფორმაციით, „არწივებმა“ „სან სიროზე“ 1989 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად იმარჯვეს.
„ლაციოს“ წარუმატებელი საგარეო სერია „მილანთან“ მთლიანობაში 29 თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომაულმა გუნდმა „როსონერი“ ჩირო იმმობილესა და ხოაკინ კორეას გოლებით 2:1 დაამარცხა.