ესპანეთის ჩემპიონატში ძალიან პრონციპული მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”, რომელიც სტუმრად “ვალენსიას” დაუპირისპირდა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 88:86 იმარჯვა.
კუნძულელთა ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:25 წუთი დაჰყო. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მონაგარმა 6 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა. საუკეთესო კი უბერებელი ომარ კუკი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 8 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.
3 მოგებითა და 4 მარცხით გრანკანარიელები ცხრილში 8-14 ადგილებს იყოფენ. შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 9 ნომბერს, სტუმრად “ბილბაოსთან” გამართავს.
GBF.GE