ძიუდო

1:05 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ონისე სანებლიძემ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

იჟევსკში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ერთი მედალი შეემატა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სანებლიძემ ოთხი შეხვედრა ჩაატარა. საწყისი სამი ორთაბრძოლა მოუგო სომხეთის, უნგრეთის და ჰოლანდიის წარმომადგენლებს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სანებლიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუს დანიელ მუკეტესთან შეხვედრაში ვაზარით დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

იჟევსკის ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონობა მოიპოვეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ). ბრინჯაოს მედლები მიიღეს თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ).

საქართველოს ნაკრებმა საერთო ჩათვლაში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით მესამე ადგილი დაიკავა. პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, 2 ოქროს მედლით პირველ საფეხურზეა საქართველოს ქალთა ნაკრები. 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ვაჟების შესაბამისი მაჩვენებელი მეხუთე საფეხურია.

GEONOC.ORG.GE

0.141668