კალათბურთი

23:27 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 11 ქულა და "იბეროსტარის" მორიგი გამარჯვება

ესპანეთის ლიგა ენდესას მეშვიდე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ „ესტუდიანტესი“ გასვლაზე უმძიმეს ბრძოლაში, 74:72 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები 3 ქულის უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ „ტენერიფემ“ დასკვნით ათწუთეულში მობილიზება შეძლო და გამარჯვებაც მოიპოვა.

გიორგი შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, მაგრამ როგორც მიმდინარე სეზონში შევეჩვიეთ, ამჯერად საუკეთესო არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა 25:47 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 10-დან მხოლოდ 4 ორქულიანი, ხოლო 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 4 მოგების წილ 3 წაგება აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 9 ნოემბერს, „ბურგოსს“ უმასპინძლებს.

0.113957