პარიზის მასტერსი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. ნოვაკმა კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, ATP-ის 77-ე ტიტული მოიგო, რითაც ლეგენდარულ ჯონ მაკინროის გაუთანაბრდა. სერბი რაფაელ ნადალს (84 ტიტული), ივან ლენდლის (94), როჯერ ფედერერს (103), ჯიმი კონორსს (109) აჯობა.
ნოლემ ფინალში კანადელი დენის შაპოვალოვი 6:3, 6:4 დაამარცხა. დენისს არანაირი შანსი არ ჰქონია, მეორე სეტში ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.
ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვებით €995,720 და 1000 სერიტინგო ქულა გამოიმუშავა.