კალათბურთი

12:46 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფილადელფიამ ბოლო წამზე მოიგო, „გოლდენ სტეიტი“ კრიზისშია

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

დრამატული შეხვედრა გაიმართა პორტლენდში, სადაც ადგილობრივი გუნდი „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა. მატჩში უპირატესობას „პორტლენდი“ ფლობდა. შეხვედრის დასრულებამდე 2.2 წამით ადრე საიმონსმა 3-ქულიანი ჩააგდო და „პორტლენდი“ 128:126 დააწინაურა. მატჩის ბოლო წამზე კორკმაზმა გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ „ფილადელფიამ“ 129:128 მოიგო. „ფილადელფია“ 5-დან ხუთი გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„გოლდენ სტეიტი“ შინ „შარლოტ ჰორნეტსთან“ 87:93 დამარცხდა. ოკლენდელებს ცუდი პერიოდი უდგათ, სტეფ კარის ხელის ტრავმა აქვს, რის გამოც შეხვედრა გამოტოვა. შემადგენლობით ასეთი სუსტი „გოლდენ სტეიტი“ მას შემდეგ რაც სტივ კერიმ ოკლენდური გუნდი ჩაიბარა არ ყოფილა. „მეომრები“ ერთი მოგებით და ხუთი წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.

„მილოუკმა“ საკუთარ დარბაზში ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი „ტორონტო“ 115:105 დაამარცხა. ვისკონსინელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრა კანადელები მდევრის როლში გახლდნენ. შეხვედრაში საუკთესო იანის ადეტოკუმპო გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი, 4 ბლოკ-შოტი და ერთი ჩაჭრა შესძინა. „ტორონტოში“ 26 ქულით კაელ ლოური გამოირჩა.

ოკლაჰომა“ – „ნიუ ორლეანი“ 115:104 (33:26, 32:34, 29:26, 21:18)

https://www.youtube.com/watch?v=OTiFdK5u_cc

„დეტროიტი“ – „ბრუკლინი“ 113:109 (33:26, 13:28, 32:18, 35:37)

https://www.youtube.com/watch?v=0h7F8LfgpbQ

„ორლანდო“ – „დენვერი“ 87:91 (26:17, 19:23, 18:29, 24:22)

https://www.youtube.com/watch?v=tPhsyqYZdNc

„მემფისი“ – „ფინიქსი“ 105:114 (24:31, 23:14, 22:37, 36:32)

https://www.youtube.com/watch?v=udrPE940drM

„მილოუკი“ – „ტორონტო“ 115:105 (36:17, 30:33, 29:40, 20:15)

https://www.youtube.com/watch?v=tZM-Fza9UMg

„ვაშინგტონი“ – „მინესოტა“ 109:131 (34:42, 22:28, 16:36, 37:25)

https://www.youtube.com/watch?v=FcLunYBqCQc

„გოლდენ სტეიტი“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 87:93 (30:25, 25:25, 16:18, 16:25)

https://www.youtube.com/watch?v=xH3yMp96VHY

„პორტლენდი“ – „ფილადელფია“ 128:129 (32:27, 36:30, 34:35, 26:37)

https://www.youtube.com/watch?v=AbUiWB98GWc

0.136154