ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში "რეალი" შინ "ბეტისს" დაუხვდა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. სევილიელები გახდნენ პირველები ლა ლიგის ისტორიაში, რომლებმაც "სამეფო კლუბთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ სამ მატჩში გოლი არ გაუშვეს.
წინა ორ შეხვედრაში "ბეტისმა" "რეალი" 2:0 და 1:0 დაამარცხა. ასევე, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის პერიოდში მადრიდელებმა შინ ფრე 0:0 დააფიქსირეს. აღნიშნული შედეგის შემდეგ "ბლანკოსმა" სატურნირო ცხრილში ერთი ქულა მიიღო და "ბარსელონასთან" ერთად პირველ ადგილს იყოფს.